09:42 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-27 10:11:03, 660 ნახვა

პოლიტიკა
ამბასადორიალის მონაწილეებს საპატიო სტუმრის სტატუსით უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიმართავს

თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - "ამბასადორიალი 2016" მიმდინარეობს.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში დღეს ამბასადორიალის მონაწილეებს საპატიო სტუმრის სტატუსით მიმართავს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო.

ამბასადორიალი სამუშო თემატური სესიებით გაგრძელდება, სადაც განხილული იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, კულტურული და ეკონომიკური დიპლომატიის საკითხები. ამბასადორიალის მონაწილეებთან თემატური სესიის ფარგლებში შეხვედრებს გამართავენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

ამბასადორიალის მონაწილეები ეწვევიან საქართველოს ტექნოლოგიურ პარკს, სადაც გაიმართება ეკონომიკური დიპლომატიის საკითხებზე სამუშაო სესია. ელჩებისთვის გაიმართება პრეზენტაცია საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების დამკვიდრების, ინოვაციებისა და სტარტაპების ეკოსისტემის შესახებ. ასევე, აღსანიშნავია, რომ წელს პირველად "ამბასადორიალი 2016"-ის ფარგლებში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები შეხვედრას გამართავენ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან.

"ამბასადორიალი 2016" 26 ივლისს გაიხსნა და 29 ივლისამდე გასტანს. ღონისძიების გახსნის ცერემონიაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა. ​





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 230-ს გადააჭარბა
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics