|
2016-07-25 17:58:38, 846 ნახვა
რეგიონი
რკინიგზის სადგურებში ტურისტებს ახალი სერვისი ხვდება
ორსართულიანი მატარებლის პირველ მგზავრებს დღეს ბათუმის რკინიგზის სადგურში მობილური ტურისტული საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლები დახვდნენ. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, მობილური ტურისტული ცენტრის სერვისი ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ბათუმისა და ქობულეთის რკინიგზის სადგურებს ტურისტებისთვის მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით დღეიდან დაამატა. მათივე ცნობით,ცენტრის თანამშრომლების მუშაობას ბათუმის რკინიგზის სადგურში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილი გაეცნენ. ისინი სადგურში ულტრათანამედროვე ტიპის მატარებლის პირველ მგზარებსაც შეხვდნენ, რომლებსაც ტურისტული ცენტრის თანამშრომლებმა რეგიონის ტურისტული პროდუქტების შესახებ ინფორმაცია და საინფორმაციო მასალები მიაწოდეს. დღეიდან, ორსართულიანი მატარებელი ბათუმის მიმართულებით რეისებს ყოველდღიურად, დღეში ორჯერ შეასრულებს. ერთჯერადად ორსართულიანი მატარებლით 400-მდე მგზავრის გადაყვანაა შესაძლებელი. მათ აგვისტოს პირველ ნახევარში ბათუმის რკინიგზის სადგურში უკვე ტურისტული საინფორმაციო ცენტრი დახვდებათ, სადაც ტურისტებს რეგიონის შესახებ ამომწურავი ინფორმაციისა და საინფორმაციო მასალების მიღება შეეძლებათ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს აჭარის ტერიტორიაზე სულ 8 ტურისტული საინფორმაციო ცენტრი აქვს. საინფორმაციო ცენტრების მომსახურება მნიშვნელოვანი სერვისია ტურისტულად აქტიური ქალაქისთვის, რასაც ცენტრებში ვიზიტორთა მზარდი რაოდენობაც მიუთითებს. 2016 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით (იანვარ-ივნისი) ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს საინფორმაციო ცენტრებს 21 518 ვიზიტორი სტუმრობდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 73,35 %-იან ზრდას ითვალისწინებს. ცენტრებში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი 577 90 90 93 (91), რომელზედაც ტურიზმის მიმართულებით ნებისმიერი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი. (NS)
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)