|
2016-07-25 14:12:47, 804 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: ერთი თვის წინ, სამართალდამცავების ჩართვით, ჩემი ოჯახის წევრზეც იყო ზეწოლის მცდელობა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საკონსტიტუცციო სასამართლოს თავმჯდომარესთან გიორგი პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგი გამართა. როგორც ბრიფინგზე პრეზიდენტმა განაცხადა, პაპუაშვილის მიერ მიწოდებულმა ფაქტებს მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ, ის არ გაუოცებია. მისი თქმით, პრეზიდენტის ოჯახის წევრზეც იყო ზეწოლის მცდელობა. „მე დღეს ვესაუბრე ბატონ გიორგის და მან კონკრეტული ფაქტები დამისახელა. ეს კონკრეტული ფაქტები თავისთავად, გამომდინარე იქიდან, რომ ეხება უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოებრივ ინსტიტუტს, ისეთს, როგორიც არის საკონსტიტუციო სასამართლო და ისეთ თანამდებობის პირებს, როგორიც არიან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, რომელთაც აქვთ უმაღლესი დაცვის ხარისხი ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით, არის შემაშფოთებელი. ჩვენ ვლაპარაკობთ ჩვენი სახელმწიფოს დაცულობაზე, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების დაცულობაზე. სამწუხაროდ, მინდა მოგახსენოთ, რომ ამ ფაქტებმა მე არ გამაოცა. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ეს ტენდენცია სამწუხაროდ ახალი არ არის. დაახლოებით ერთი თვის წინ, ჩემი ოჯახის წევრზეც იყო მცდელობა გარკვეული სამართალდამცავების ჩართვით, ზეწოლის მცდელობა“, - განაცხადა ამრგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)