|
2016-07-25 12:38:27, 741 ნახვა
პოლიტიკა
აუდიტის სამსახურში ლევან ვარშალომიძის გამოკითხვა მიმდინარეობს
„ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი აჭარაში, ლევან ვარშალომიძე აუდიტის სამსახურში გამოკითხვაზე რამდენიმე წუთის წინ მივიდა. იგი უწყებაში ადვოკატის გარეშე გამოცხადდა. „მიზეზი ყველამ კარგად იცის, ეს არის ჩვენი პროგრამა - სოციალური სახლი, რომელიც სამი კატეგორიას - ავარიული სახლების შეკეთებას, მეწყერსაშიში ზონიდან ხალხის ჩამოყვანასა და ოცნების ქალაქებში მყოფი მოსახლეობისთვის ბინების გადაცემაა. შევდივართ, გავესაუბრებით და გამოსვლისას გეტყვით პასუხს. გამოკითხვაზე ადვოკატის გარეშე მოვედი. მთავარი მოლოდინი არის ერთი, რომ ჩვენ ამ სახლებს მაინც ავაშენებთ“, - განაცხადა ვარშალომიძემ. აუდიტის სამსხურთან მისულები არიან „ნაციონალური მოძრაობისა“ და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები, რომლებიც ლევან ვარშალომიძის გამოკითხვას აპროტესტებენ. მათთვის გაუგებარია თუ რატომ ხდება არშალომიძის გამოკითხვა. შეგახსენებთ, რომ უკვე რამოდენიმე დღეა აჭარაში მოქალაქეებთან ხელშეკრულებების გაფორმება მიმდინარეობს, რაც მომავალში სოციალური სახლების მშენებლობას ითვალისწინებს. აჭარაში „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების შემთხვევაში 4 წლის განმალობაში ამ სახლების მშენებლობა იგეგმება. ამ პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 120 მილიონი ლარი დაიხარჯება და 40-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქმედება, შესაძლოა, საარჩევნო კოდექსით აკრძალულ ამომრჩეველთა მოსყიდვის ნიშნებს შეიცავდეს. არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებს აღნიშნული ფაქტით დაინტერესდეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)