11:57 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-23 13:12:37, 627 ნახვა

საზოგადოება
საგარეო უწყება მიუნხენში მომხდარი თავდასხმის გამო მწუხარებას გამოხატავს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუნხენში მომხდარი თავდასხმის გამო მწუხარებას გამოხატავს.

ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული:

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს 2016 წლის 22 ივლისს, ქალაქ მიუნხენში, უდანაშაულო ადამიანებზე განხორციელებული თავდასხმის გამო, რის შედეგადაც დაიღუპა ცხრა და მძიმედ დაშავდა ოცზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაგრძნობას გამოხატავს დაღუპულთა  და დაშავებულთა ოჯახებისა და ახლობლების მიმართ და ამ მძიმე განსაცდელის ჟამს სოლიდარობას უცხადებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასა და ხალხს“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics