06:38 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-22 13:02:55, 675 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი: პაპუაშვილის განცხადებები სახელმწიფო ინტერესებს მნიშვნელოვანწილად უპირისპირდება

„გიორგი პაპუაშვილის განცხადებები სახელმწიფო ინტერესებს მნიშვნელოვანწილად უპირისპირდება“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც მოსამართლეებზე მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს.

ვოლსკის თქმით, პაპუაშვილს ვალდებულებაც კი აქვს, თუ  კონკრეტული დეტალები იცის საგამოძიებო ორგანოებში წარმოადგინოს.

„სახელმწიფო ინტერესებს მნიშვნელოვანწილად უპირისპირდება, იმ პირობებში რომ ზეწოლის ნიშნებიც კი არ არსებობს. პაპუაშვილს ვალდებულებაც კი აქვს, თუკი კონკრეტული დეტალები და ფაქტები იცის, წარმოადგინოს საგამოძიებო ორგანოებში. თუ რაღაც საკითხებზე თავშეკავება გადაწყვიტა, ან პრემიერ-მინისტრთან ან კიდევ ნებისმიერ საპარლამენტო ფორმატში ურთიერთობა არის მისაღები“,-განაცხადა ვოლსკიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics