08:35 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-20 18:23:55, 733 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ პატარაძე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს წევრებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს წევრებს შეხვდა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნოებს.

მათი ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე რეგიონის მეთაურმა მერაბ ხალვაშს უნივერსიტეტის რექტორად არჩევა მიულოცა  და აკადემიური საბჭოს წევრებთან უნივერსიტეტის სამომავლო გეგმებში ჩართულობაზე და თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რეგიონში არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ მნიშვნელოვანია აკადემიური სექტორის ჩართულობაც და მათი ხედვების გათვალისწინებაც. ზურაბ პატარაძემ განსაკუთრებული ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას საუნივერსიტეტო ცხოვრებაში და ამ მიმართულებით მხარდაჭერა აღუთქვა აკადემიურ საბჭოს.  უნივერსიტეტის რექტორმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შესთავაზა საჯარო ლექციების წაკითხვა საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით და მისი მრავალწლიანი წარმატებული დიპლომატიური გამოცდილების სტუდენტებისთვის გაზიარება. ზურაბ პატარაძემ მზადყოფნა გამოთქვა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ყველა მიმართულებით თანამშრომლობაზე.

,,ეს არის გაცნობითი ხასიათის პირველი შეხვედრა. თქვენთან ერთად ჩვენ მივაღწევთ ძალიან დიდ შედეგებს. განათლებაში ჩადებული ინვესტიცია არის ყველაზე უფრო ეფექტური და შედეგიანი. არაერთი თაობა აღზრდა ამ უნივერსიტეტმა. მადლობა მინდა გადავუხადო აქ მოღვაწე პროფესორ-ლექტორებს და მასწავლებლებს. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი საქმიანობა. ჩვენ მზად ვართ თქვენთან თანამშრომლობისთვის. მინდა თქვენი გამოცდილება, თქვენი აზრი მოვისმინო ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ბევრი ფაქიზი, ძალიან სენსიტიური თემაა, რომლებსაც სიღრმისეულად შესწავლა უნდა. ამიტომ თქვენი აზრი და ხედვა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია"- აღნიშნა საბჭოს წევრებთან საუბრისას ზურაბ პატარაძემ.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics