07:07 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-19 15:45:23, 730 ნახვა

საზოგადოება
„შაჰტახტის დედაციხის“ მონაკვეთზე არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს

დავით ნარმანია  „შაჰტახტის დედაციხის“ მონაკვეთზე მიმდინარე არქეოლოგიურ სამუშაოებს არქეოლოგიური საბჭოს  წევრებთან ერთად გაეცნო. „დედაციხის“  მიმდებარედ  არქეოლოგიური კვლევის  მეორე ეტაპი დღეს  დასრულდება.  

თბილისის მერიის ინფორმაციით, ჩატარებული გათხრების  შედეგად უკვე აღმოჩენილია XI-XII საუკუნის სამეურნეო ნაგებობები, თონე და ქვევრები.

როგორც თბილისის მერმა განაცხადა, უკვე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების გარდა, მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაგეგმილია, ასევე, ნარიყალას ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება. პროექტი 2017 წლის ბოლომდე დასრულდება. 

არქეოლოგიური პროექტების შესარჩევი კონკურსი, პირველად, 2015 წლის ივნისში გამოცხადდა. შედეგად,  კვლევები „წმ. 40 სებასტიელ მოწამეთა“, „შაჰტახტის“, „საჯოგისა“ და „თრელიგორების  ნასახლარის“  მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა. 2016 წლის მარტში გამოცხადებული კონკურსის თანახმად, არქეოლოგიური  სამუშაოები  „შახტახტის დედაციხისა“ და „თრელიგორების ნასახლარის“ მიმდებარედ განახლდა. 

 თბილისის მუნიციპალიტეტის არქეოლოგიურ საბჭო 2015 წლის 9 ივნისს შეიქმნა. საბჭო 14 წევრისგან შედგება და მისი თავმჯდომარე დედაქალაქის მერი დავით ნარმანიაა. არქეოლოგიური საბჭოს მიზანი თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არქეოლოგიური კვლევების ხელშეწყობა და ტურისტული მარშრუტების გამდიდრებაა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics