|
2016-07-19 12:05:45, 603 ნახვა
პოლიტიკა
დავით ზალკალიანი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი ქალაქ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს, აზიისა და წყნარი ოკეანეთისთვის გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) აღმასრულებელ მდივანს, შამშად ახტარს შეხვდა. "შეხვედრაზე შამშად ახტარს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს მიერ მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნულ დონეზე განხორციელების კუთხით დაგეგმილი ნაბიჯების თაობაზე. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმაზე, რომელიც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მდგრადი განვითარების ამოცანების ეფექტიან შესრულებას. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა, ასევე, საქართველოსა და ESCAP-ს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, თანამშრომლობის ის შესაძლო მიმართულებები, რომლებიც ხელს შეუწყობს მდგრადი განვითარების ახალი დღის წესრიგის განხორციელებას",-ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)