|
2016-07-19 12:01:20, 1612 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი მეთაური გადატრიალების მცდელობის ორგანიზებას უარყოფს
თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი მეთაური აქინ ოზთურქი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებას უარყოფს, - ამის შესახებ BBC თურქულ სააგენტო Anadolu-ზე დაყრდნობით იტყობინება. თურქეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ გენერალი აქინ ოზთურქი ამბოხის უშუალო ორგანიზატორია. როგორც მედია საშუალება წერს, გენერალ ოზთურქსა და 26 სამხედრო მაღალჩინოსანს ღალატში წაუყენეს ბრალი და პატიმრობა შეუაფარდეს. პროკურორებისთვის მიცემულ ჩვენებაში გენერალი ამტკიცებს, რომ მას სახელმწიფო გადატრიალება არ დაუგეგმავს. "მე არ ვარ ის პიროვნება, რომელმაც დაგეგმა ან უხელმძღვანელა ამბოხს. ჩემი აზრით, სამხედრო გადატრიალების მცდელობა დადგმული იყო პარალელური სტრუქტურის მიერ. თუმცა, მე არ ვიცი, შეიარაღებული ძალებიდან ვინ იყო ამის ორგანიზატორი", - ციტირებს გენერლის ჩვენებას თურქული მედია. აღსანიშნავია, რომ მანამდე თურქეთის სახელმწიფო სააგენტო Anadolu წერდა, რომ გენერალმა ოზთურქმა სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზება აღიარა. ცნობისთვის, თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით დაკავებები გრძელდება. თურქეთის ხელისუფლებამ სამსახურიდან გაათავისუფლა თითქმის 9000 სამართალდამცველი. დაკავებულია 7500-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 100-ზე მეტი გენერალი და ადმირალი. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ პარლამენტი სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხს განიხილავს. შეგახსენებთ, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას 290-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)