17:57 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-18 12:52:42, 1362 ნახვა

კომენტარი
ჯეჯელავა: საქართველოში ფეთჰულა გიულენის მიერ დაფინანსებულ სკოლებში კანონდარღვევის შემთხვევები არ ყოფილა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, საქართველოში მდებარე ფეთჰულა გიულენის მიერ დაფინანსებულ სკოლებში რაიმე  კანონდარღვევის შემთხვევების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

ჯეჯელავას თქმით, აღნიშნულ საკითხს ხვალ თურქეთში ვიზიტისას ოფიციალურ შეხვედრებზე განიხილავენ:

"ფაქტი, რომ გიულენის მიერ საგანმანათლებლო საქმიანობა მთელ მსოფლიოში ფინანსდება, მათ შორის არის სკოლების ქსელი საქართველოში,  რომელიც ამ მიმართულებიდან ფინანსდებოდა, მეორე მხრივ, ეს სკოლები არის უმეტეს შემთხვევაში აკრედიტებული კანონმდებლობით, ქართულ ენაზე მიდის სწავლება,  ჩვენი პროგრამების მიხედვით, შესაბამისად, არანაირი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტერორიზმთან, ან სხვა სახის უკანონობასთან კავშირი ჰქონდეს ამ სკოლებს, არ გვქონია. ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით თურქეთში ხელისუფლების დამოკიდებულებას ახლა. ხვალ არის პრემიერის ვიზიტი თურქეთში და იქნება შეხვედრები უმაღლეს დონეზე, მეც ვიქნები ამ გუნდში და ერთ-ერთ საკითხად განვიხილავთ ამას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ერთი მხრივ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ჩვენს მეგობრობას არაფერი ართულებდეს, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, ობიექტურად შევაფასოთ სიტუაცია,ერთი ადამიანის განცხადებაზე არ ავაგოთ გადაწყვეტილება",-განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ და დასძინა, რომ  მართლა თუ აღმოჩნდა მტკიცებულებები ტერორიზმთან, ან სხვა სახის  უკანონობასთან ბავშვების კავშირის შესახებ, ეს იქნება როგორც ადმინისტრაციული, ისე,  შესაძლოა, სისხლის სამართლის დევნის საფუძველი.

"თუმცა ამწუთას ასეთი მტკიცებულებები არ გვაქვს",-აღნიშნა განათლების მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics