23:03 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-13 11:00:13, 1418 ნახვა

მსოფლიო
იტალიაში სამგზავრო მატარებლების შეჯახების შედეგად გადაცვლილთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა

იტალიაში ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 25-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედია საშუალების ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად 50-მდე ადამიანი დაშავდა, მათგან ბევრის მდგომარეობა კრიტიკულია.

შეგახსენებთ, რომ ავარია ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ქალაქებს ბარისა და ბარლეტას შორის მოხდა. სარკინიგზო კატასტროფის ადგილი იტალიის პრემიერ-მინისტრმა მატეო რენციმ მოინახულა.

შემთხვევის ადგილზე მიმდინარე სამაშველო სამუშაოებში 200-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მაშველები მგზავრებს დაზიანებული ვაგონებიდან გამოსვლაში ეხმარებოდნენ. ამ დრომდე დაუდგენელია ავარიის მიზეზი. ადგილობრივი საგამოძიებო ორგანოები ვარაუდობენ, რომ მატარებლების შეჯახება შესაძლოა, ადამიანურმა ფაქტორმა გამოიწვია. ორივე მატარებელი კერძო სატრანსპორტო კომპანია Ferritramviaria SpA-ს ეკუთვნოდა.

ცნობისთვის, შეჯახება  დატვირთულ სარკინიგზო ხაზზე მოხდა, რომელზეც ყოველდღიურად 200-მდე მატარებელი მოძრაობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics