13:51 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-29 21:44:51, 639 ნახვა

საზოგადოება
გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებზე განცხადება გაკეთდა

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიმდინარე, 32-ე სესიის ფარგლებში ლატვიის დელეგაციამ, გაერო-ს 42 სახელმწიფოს სახელით, გააკეთა საქართველოს დელეგაციის მიერ ინიცირებული ერთობლივი განცხადება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ.  
 
განცხადებაში გამოთქმულია შეშფოთება საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევების, მათ შორის გატაცებების, უკანონო დაკავებების, საკუთრების უფლების დარღვევის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის, ასევე ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის გამო. აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქის, დევნილი გიგა ოთხოზორიას მკვლელობამ ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა. ამასთან, განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ბოლოდროინდელი განცხადებები ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციასთან მიერთების საკითხზე უკანონო რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე ხელს არ უწყობს ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებას და ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას.
 
განცხადება ხაზს უსვამს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელების, მათ შორის გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მეტი ჩართულობის აუცილებლობას და მოუწოდებს რეგიონებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, უზრუნველყოს უპირობო, შეუფერხებელი წვდომა საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის. 
 
აღნიშნულ განცხადებაში გაერო-ს წევრმა სახელმწიფოებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics