09:09 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-28 16:42:06, 569 ნახვა

პოლიტიკა
სესიაშვილი: ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა სავალდებულო გაწვევაზეა დამოკიდებული

„ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა სავალდებულო გაწვევაზეა დამოკიდებული“,-ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა თავდაცვის მინისტრის მიერ სავალდებულო გაწვევის გაუქმებასთან  დაკავშირებით  განაცხადა.

სესიაშვილის თქმით, ის წელიწადზე მეტია მუშაობს პროექტზე, რომლიც გაწვევის სისტემის რეფორმას მოახდენს.

„წელიწადზე მეტია აქტიურად ვარ ჩართული აღნიშნულ პროექტში და  ვთვლი, რომ  ის პროექტი, რომელიც მოვამზადე, ყველა პრობლემას მოხსნის“,-განაცხადა სესიაშვილმა.

როგორც  სესიაშვილმა აღნიშნა, სავალდებულო  მოწვევის გაუქმების პრაქტიკა ნატოს წევრ ქვეყანას, კერძოდ კი ლიტვას 2 წლის წინ ჰქონდა.

ამასთან, მისივე თქმით, მას ლიტვის იმდროინდელ თავდაცვის მინისტთან ჰქონდა საუბარი, რომელმაც აღნიშნული კანონი შეცდომად მიიჩნია.

„მოვუწოდებ ყველა უწყებას არ დავუშვათ მსგავსი შეცდომა და დეტალურად განვიხლოთ აღნიშნული საკითხი.  ლიტვამ თავისი შეცდომა აღიარა და სავალდებულო გაწვევა აღადგინა“,-განაცხადა სესიაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე  დაუშვა თუ არა თინა ხიდაშელმა შეცდომა? სესიაშვილმა აღნიშნა, რომ არა.

მისი თქმით, საუბარი იმაზეა, რომ თვადაცვის მინისტრის ხედვა არის მოუმზადებელი, ნაჩქარევი და არ არის შეთანხმებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვენესუელაში მიწისძვრის ორი სერია მოხდა - 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის, არიან დაღუპულები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics