07:43 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-28 11:50:01, 485 ნახვა

პოლიტიკა
ალასანია: ბორის ნემცოვის მკვლელობა მსოფლიოს დემოკრატიული საზოგადოებისთვის გამოწვევა უნდა იყოს

„ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ბორის ნემცოვის მკვლელობა, ეს არ არის ერთი ადამიანის, ან თუნდაც ერთი ქვეყნის ტრაგედია“, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებაშია აღნიშნული.

„მინდა "თავისუფალი დემოკრატების" სახელით მივუსამძიმრო მის ოჯახს და რუსეთის საზოგადოებას, რომლისთვისაც მისი ბრძოლა ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის მაგალითის მიმცემი იყო. სამწუხაროდ, დღევანდელი რუსეთი არის ქვეყანა, სადაც ადამიანებს მხოლოდ განსხვავებული აზრის გამო კლავენ.

ბორის ნემცოვის მკვლელობა გამოწვევა უნდა იყოს მსოფლიოს დემოკრატიული საზოგადოებისთვის“, - აცხადებს ირაკლი ალასანია.

შეგახსენებთ,  რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი გუშინ, მოსკოვის ცენტრში ჩაცხრილეს. მას ექსვი ტყვია ესროლეს. ოპოზიციონერი ადგილზე გარდაიცვალა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics