|
2016-06-14 10:20:12, 922 ნახვა
რეგიონი
აჭარის რეგიონს სამი დღით ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება
აჭარის რეგიონს სამი დღით ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება. ბუნებრივი აირის დროებით გათიშვა ქობულეთის შემოვლითი ახალი საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობის მეორე ეტაპს უკავშირდება, კერძოდ, ცენტრალურ მაგისტრალურ გაზსადენზე გადაერთების სამუშაოების ჩატარებას. აჭარის მთავრობა ბუნებრივი აირის გათიშვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: „პროექტიდან გამომდინარე, მშენებარე ახალი საავტომობილო მაგისტრალის და ბუნებრივი გაზის ცენტრალური მაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთზე ბუნებრივი აირის ცენტრალური მილების გადატანა ერთდროულად 4 პუნქტზე განხორციელდება. მიმდინარე სამუშაოებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 24 ივნისიდან აჭარის რეგიონში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ქობულეთის, ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს. სამუშაოები გაგრძელდება 3 დღის განმავლობაში, შემდეგ კი გაზის მიწოდების აღდგენის პროცესს „სოკარ ჯორჯია გაზი" ეტაპობრივად განახორციელებს. რეგიონის მასშტაბით გაზის მიწოდება 27 ივნისს დაიწყება და 29 ივნისს დასრულდება. აღნიშნული პერიოდი საჭიროა გაზმომარაგების კომუნიკაციების განახლებისა და სამუშაოების სრულფასოვნად წარმოებისთვის, რაც მომავალში, მათ შეუფერხებელ ფუნქციონირებას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ ქობულეთის შემოვლითი ჩქაროსნული გზის მშენებლობა ქვეყნისთვის, აჭარის მოსახლეობისთვის, ამ რეგიონის ტურისტული ინფრასტრუქტურის და ასევე, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი პროექტია. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ბოდიშს უხდის აჭარის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის გამო. თხოვნით მივმართავთ და მოვუწოდებთ ქობულეთის, ბათუმისა და ხელვაჩაურის მოსახლეობას, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის დანადგარების ონკანები, რათა ბუნებრივი აირის ჩართვის პროცესში თავიდან ავიცილოთ გაუთვალისწინებელი შედეგები. ამასთან, კომერციული ბუნებრივი აირის მომხმარებლებმა და სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებებმა ამ პერიოდისათვის საჭიროა უზრუნველყონ ალტერნატიული საწვავის მომარაგება, რომ არ შეფერხდეს მათი ფუნქციონირება. „სოკარ ჯორჯია გაზის" აჭარის რეგიონალური ოფისის თანამშრომლები სრული შემადგენლობით გადავლენ 24 საათიან სამუშაო გრაფიკზე. 24 საათიან რეჟიმში შეასრულებს სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანიაც, რათა აჭარის ხელისუფლებისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთად უზრუნველვყოთ შეუფერხებლად და მაქსიმალურად სწრაფად კომუნიკაციების შეცვლის პროცესის დასრულება. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ,,სოკარ ჯორჯია გაზის" ცხელ ხაზზე 16 114 ან აჭარის რეგიონალურ ოფისში: მისამართზე: ბათუმი ბაქოს ქ # 46“,-აღნიშნულია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)