|
2015-02-27 16:33:10, 1116 ნახვა
ეკონომიკა
“ოქროს საჭე 2014” - წლის ყველაზე მნიშვნელოვანი საავტომობილო კონკურსი სრულდება
კაჭრეთის ”ამბასადორი“ დღეს წლის მთავარი საავტომობილო მოვლენის ცენტრი იქნება. საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის და ”AUTO BILD საქართველოს” ორგანიზებით წლის შემაჯამებელი საავტომობილო ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებაზე ავტოსპორტში საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებულთა დაჯილდოება და 2014 წლის საუკეთესო ავტომობილების გამოვლენა მოხდება. ღონისძიების თანაორგანიზატორია რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი. ღონისძიების პარტნიორია ”ვისოლი”, სპონსორი კი ”ბი ფორვარდი”. წლის ყველაზე მნიშვნელოვანი საავტომობილო კონკურსი ”ოქროს საჭე 2014” „ვისოლის“ მხარდაჭერით იმართება და საქართველოში უპრეცედენტოდ მასშტაბური სახე მიიღო. რჩეული ავტომობილებისთვის ხმის მიცემის პროცედურა ვებგვერდ WWW.AUTOBILD.GE-ზე მიმდინარეობდა და მასში 30 ათასამდე ავტომოყვარულმა მიიღო მონაწილეობა. საუკეთესო ავტომობილების გამოვლენის კამპანიაში სხვადასხვა საავტომობილო დილერები, ავტო ბრენდის ფან კლუბები და გულშემატკივრები იყვნენ ჩართული. „“ოქროს საჭის” კონკურსში მონაწილე მსოფლიოს წამყვანი ბრენდების უახლესი მოდელებისათვის რეკომენდებული სწორედ უახლესი ევროპული სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის საწვავია, რომლის რეალიზაციასაც საქართველოში „ვისოლი“ “ეკოს“ პროდუქტების სახით საკუთრებაში არსეული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელის საშუალებით ახდენს. შესაბამისად, “ვისოლი“ მოხარულია იყოს მხარდამჭერი საავტომობილო სივრცეში წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებისა“, - აცხადებს „ვისოლ პეტრლიუმ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა. საუკეთესო ავტომობილებისგან განსხვავებით, ცნობილია, გამარჯვებული მრბოლელების ვინაობა. საქართველოს ჩემპიონატში ისინი მთელი წლის განმავლობაში იბრძოდნენ იმ ქულებისთვის, რომელმაც მათი ჩემპიონობა განსაზღვრა. სიურპრიზად რჩება, წლის საუკეთესო მრბოლელის ვინაობა, რომელიც შიდა გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა. „ვისოლს“ პროფესიულ ავტოსპორტში საკუთარი გუნდი ფორმულა ალფას კლასში გამოჰყავს და შაკო ციხელაშვილი და სანდრო თავართქილაძე საუკეთესო მრბოლელების ტიტულის მოპოვებას „ვისოლის“ სახელით ეცდებიან.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)