18:37 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-09 19:38:00, 641 ნახვა

პოლიტიკა
გვარამია: იუსტიციის სამინისტროში ჩემი მიყვანილი უამრავი ადამიანია, რომლებიც კარგად ისმენენ ბესელიას საუბრებს

"იუსტიციის სამინისტროში მუშაობს უამრავი ადამიანი, რომელიც ჩემი მიყვანილია იქ, რომლებსაც ყურებიც აქვთ და თვალებიც და ძალიან კარგად ხედავენ და ისმენენ ქალბატონი ბესელიას საუბრებს, მათ შორის ტუალეტებში" - ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

განცხადება გვარამიამ ეკა ბესელიას საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც [ეკა ბესელიამ ნიკა გვარამია] საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვაში დაადანაშაულა. 

გვარამიას განცხადებით ეკა ბესელია ფარულ კომუნიკაციას აწარმოებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავასთან.

”საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკაში რთავს ეკა ბესელია, როემლიც კანონებს იღებს მის წინააღმდეგ, პოლიტიკურად მოტივირებულ კანონებს. ის ფარულ კომუნიკაციას აწარმოებს მოსამართლე ტურავასთან. ეს პრაქტიკულად არც უარყო ბატონმა ტურავამ, რომელსაც არ შეიძლება საერთოდ კომუნიკაცია ჰქონდეს ბესელიასთან. ახსოვდეს ბესელიასაც და წულუკიანსაც, რომ იუსტიციის სამინისტროში მუშაობს უამრავი ადამიანი, რომელიც ჩემი მიყვანილია იქ, რომლებსაც ყურებიც აქვთ და თვალებიც და ძალიან კარგად ხედავენ და ისმენენ ქალბატონი ბესელიას საუბრებს, მათ შორის ტუალეტებში. ქალბატონმა ბესელიამ საქმეების პოლიტიზირებაში დაადანაშაულოს საკუთარი თავი, ვიდრე მას დაადანაშაულებს სხვა კომპეტენტური ორგანო მაშინ, როცა ხელისუფლება შეიცვლება და მაშინ, როდესაც ბატონი ტურავა იმდენს მოყვება ამის შესახებ, რომ პასტას ვერ გააგდებინებენ ხელიდან. მე რომ მოვედი ხელისუფლებაში, მაშინაც პასტით დაჯდა ბატონი ტურავა და იმდენი წერა, ძლივს გამოვგლიჯეთ ეს პასტა”, - განაცხადა გვარამიამ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
გენერალური პროკურორი - კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ელენე ხოშტარიასთან მკურნალი ექიმი ვერ შედის
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics