18:38 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-09 18:40:34, 645 ნახვა

პოლიტიკა
5-მა ევროპულმა სახელმწიფომ ევროსაბჭოს საქართველოს მხარდამჭერი წერილით მიმართა

5 ევროპული ქვეყანა ბრიუსელს მოუწოდებს, მიანიჭოს საქართველოს უვიზო რეჟიმი ევროკავშირისადმი ნდობის შესანარჩუნებლად, - ამის შესახებ Euobserver წერს.

Euobserver-ის ინფორმაციით, ბულგარეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვისა და რუმინეთის შინაგან და საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას - ნიდერლანდებს და ევროკავშირის საგარეო უწყებას ერთობლივი წერილით მიმართეს.

წერილში ხუთი ქვეყნის წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე შეთანხების მიღწევა 10 ივნისს ლუქსემბურგში შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ან 20 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იქნება შესალებელი.

Euobserver-ის ცნობით, წერილში აღნიშნულია, რომ საქართველომ სავიზო რეჟიმის გასაუქმებლად ევროკავშირის ყველა მოთხოვნა შეასრულა, ამიტომ საჭირა, ევროკავშირმა შეთანხმების თავისი წილი შეასრულოს.

“გადაწყვეტილების მიღების შეყოვნება ჩვენდამი ნდობას დააზარალებს და შესაძლოა, იქონიოს უარყოფითი შედეგი საქართველოსა და სხვა პარტნიორ ქვეყნებში ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ რეფორმებზე”, - ნათქვამია წერილში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
გენერალური პროკურორი - კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ელენე ხოშტარიასთან მკურნალი ექიმი ვერ შედის
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics