|
2016-06-08 11:25:17, 4082 ნახვა
კულტურა
გიორგაძე: უამინდობამ და წვიმამ "Maroon 5"-ის კონცერტს გარკვეული "ექშენი" შემატა
გიორგაძის განცხადებით, პროექტი Check in Georgia მუშაობს და ამის დასტური გუშინდელი გრანდიოზული კონცერტი, ტურისტებით სავსე ბათუმი იყო. მისივე თქმით, უამინდობის მიუხედავად 30 ათასზე მეტი ადამიანი კონცერტზე ბოლომდე დარჩა. „შეფასება მაყურებელი და მსმენელია, რომელიც გუშინ იქ იყო და რა გამოხმაურებებიც ქონდა გუშინდელ საღამოს. რაც ვნახე, რასაც ვკითულობ სოციალურ ქსელებში, ყველა აღფრთოვანებული და კმაყოფილია. უამინდობამ, წვიმამაც გარკვეული "ექშენი" შემატა ამ საღამოს. მიუხედავად წვიმისა, 30 000 ადამიანზე მეტი კონცერტზე ბოლომდე დარჩა, ისიამოვნა ამ დღით",-აღნიშნა გიორგაძემ. მისივე თქმით, ერთ-ერთი დამატებითი მიზანი ამ ღონისძიების ეკონომიკური ეფექტი. "ფაქტია, გუშინ სასტუმროს ყველა ნომერი, რაც კი არის ქალაში, დაჯავშნული იყო, ასევე კერძო ბინები, დიდი და პატარა კაფეები გადავსებული იყო ტურისტებით. გუშინდელმა საღამომ კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ Check in Georgia მუშობს და ის პრაგმატული გათვლა, რაც ამ პროექტთან დაკავშრებით მთავრობას გვქონდა, მართლდება“, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)