13:44 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-07 14:38:34, 778 ნახვა

პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი პაატა ბურჭულაძეს მოუწოდებს, არ იცრუოს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივაშვილი განმარტავს, თუ რატომ ახსენებს  ხშირად  "ნაციონალურ მოძრაობას".

ივანიშვილის თქმით,ზოგადად,  "ანალიზის გასაკეთებლად არსებული პერიოდი  წინას უნდა შეადარო". 

ამასთან, ივანიშვილის შეფასებით, დიდი ალბათობით, "ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნებზე ბარიერის გადალახვა გაუჭირდება:

"ნაციონალური მოძრაობის" ხშირად ხსენება ნორმალურია. მათი ხსენება მხოლოდ იმ ნიშნით მიწევს, რომ მათ ვედრებით ჩვენ.  წინა პერიოდს უნდა შეადარო. სააკაშვილს წინა პერიოდთან შედარებაც კი უჭირდა და მე-11, მე-12 საუკუნეებს ადარებდა. ასეთი დარაზმული ოპოზიცია ამდენი საშუალებებით ჩვენ არ გვყავს. მათ მიიტაცეს მმართველობის დროს დიდი ქონება, დააფუძნეს მედიასაშუალებები და მართავენ მათ.

ისინი ცდილობენ წარმოაჩინონ თავი, რომ ძირითადი ოპონენტები არიან, მე არ ვიზიარებ ამას. "ნაციონალური მოძრაობა" დიდი ალბათობით,  ვერ შეძლებს,  ძირითადი ოპოზიციური ძალა იყოს. ამის საშუალება რამდენიმე სხვა პარტიას ექნება და აქვს დღესაც. ეს ყუთებთან უნდა გაირკვეს.მათ ბარიერის გადალახვის პრობლემა ექნებათ.თუმცა, გადალახონ და ღმერთმა მოახმაროთ, არც მაგის არავის ეშინია, ასეთი აგრესიული ოპონირებაც ყივრილიც არაა ცუდი საზოგადოების განვითათრებისთვის", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 პაატა ბურჭულაძის პარტიასთან დაკავშირებით ივანიშვილი ამ ეტაპზე არ საუბრობს. ყოფილი პრემიერი   ბურჭულაძეს  მხოლოდ  მოუწოდებს, რომ   არ იცრუოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics