|
2016-06-07 10:46:07, 3920 ნახვა
კულტურა
თიბისი გალერეა გოგი ლაზარაშვილის გამოფენას მასპინძლობს
თიბისი გალერეაში გოგი ლაზარაშვილის გამოფენა „აბსტრაქცია 70" გაიხსნა. ექსპოზიციაზე მხატვრის მიერ 2016 წელს შექმნილი 14 აბსტრაქციული ნამუშევარია წარმოდგენილი, რომლებზეც ავტორი სამი თვის განმავლობაში მუშაობდა. დიდი ზომის ნამუშევრები ექსპრესიულობით გამოირჩევა და როგორც ავტორი ამბობს, ისინი მხატვრის სულიერ სამყაროს, „შინაგან მეს" გამოხატავენ. „აბსტრაქცია 70" გოგი ლაზარაშვილის 70 წლის იუბილეს ეძღვნება. ექსპოზიცია დამთვალიერებლისთვის პირველად გამოიფინა. გოგი ლაზარაშვილი 30 წელზე მეტია თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორია. ამჟამად ის აკადემიის ხატვის მიმართულებასა და მაგისტრატურას ხელმძღვანელობს. ის არაერთი საერთაშორისო ჯგუფური და პერსონალური გამოფენის მონაწილე და ავტორია როგორც საქართველოში, ისე ევროპასა და აშშ-ში. გოგი ლაზარაშვილის ნამუშევრები დაცულია სხვადასხვა კორპორაციულ და კერძო კოლექციებში. „აბსტრაქცია 70" დამთვალიერებელს თიბისი გალერეაში 11 ივნისამდე ელოდება.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)