16:45 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-03 16:28:47, 1380 ნახვა

მსოფლიო
გაერო: აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის ორივე მხარე ადამიანის უფლებებს არღვევს

აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის ორივე მხარე ადამიანის უფლებებს არღვევს, - ამის შესახებ უკრაინაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ გაერო-ს ახალ ანგარიშშია ნათქვამი.

გაერო-ს მონაცემებით, აღმოსავლეთ უკრაინში კონფლიქტის მიმდინარეობისას 9371 ადამიანი დაიღუპა.

“გატაცება, უკანონო და თვითნებური დაკავება, წამება და სასტიკი მოპყრობა როგორც შეიარაღებული დაჯგუფებების, ისე მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე დამკვიდრებულ პრაქტიკად კვლავ რჩება", - ნათქვამია ანგარიშში.

ადამიანის უფლებათა საკითხებზე მომუშავე გაერო-ს უმაღლესი კომისრის მონაცემებით, 2016 წლის მარტის მდგომარეობით, ხარკოვის უსაფრთხოების სამსახურის განყოფილებაში 15 ადამიანი გაუჩინარდა.

ანგარიშშია ნათქვამია, რომ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ტერიტორიაზე დაახლოებით 2,7 მილიონი ადამიანი სიტყვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას განიცდის.

ამასთან, გაერო-ს წარმომადგენლები სექსუალური ძალადობის შემთხვევებზეც საუბრობენ.

“შეტყობინებების უმეტესობა მეტყველებს, რომ გაუპატიურების მუქარა და სხვა სახის სექსუალირი ძალადობა გამოიყენება სასტიკი მიპყრობისა და წამების მეთოდად ნებაყოფლობითი დაკავებისა ან დაპატიმრების დროს როგორც მამაკაცების, ისე ქალების მიმართ”, - ნათქვამია გაერო-ს ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დაუსჯელობა კონფლიქტის ორივე მხარეს ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება.

გაერო-ში ასევე შეშფოთებულები არიან მაიდნის მოვლენების გამოძიების მიმდინარეობით. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ კიევის ცენტრალურ მოედანზე მოვლენებიდან ორი წლის შემდეგ გამოძიებაში პროგრესი არ შეინიშნება, მკვლელობებზე პასუხისმგებელი პირები კი ამ დრომდე არ არიან პასუხისგებაში მიცემულნი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics