05:19 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-30 15:36:57, 673 ნახვა

პოლიტიკა
ელენე ხოშტარია: ამ წერილით გამოჩნდა, რომ ქვეყნის რეალური მმართველი ბიძინა ივანიშვილია

 „ესაა ერთგვარი დამოძღვრა თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ“ - ასე აფასებს ბიძინა ივანიშვილის წერილს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის ახალი სახე ელენე ხოშტარია.

„ამ წერილით ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ ქვეყნის რეალური მმართველი ბიძინა ივანიშვილია; გამოჩნდა რომ მისი მთავარი მიზანი  ნაციონალურ მოძრაობასთან ბრძოლაა და არა ქვეყნის განვითარება; გამოჩნდა, რომ ის პარალელურ რეალობაში ცხოვრობს - ხატავს სურათს, რომელიც მოცემულობას არ შეეფერება. პირდაპირ ატყუებს საზოგადოებას დაპირებების შესახებ. ესაა ერთგვარი დამოძღვრა თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ჩვენ.

რაც შეეხება საგარეო კურსზე საუბარს, ფაქტია, რომ ამ 4 წელიწადში ევროპულ საგარეო კურსში ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა. ჩვენ ვხედავთ პროდასავლური ძალების დევნას ხელისუფლების მხრიდან. ასევე, „ქართული ოცნების“ არაერთი წარმომადგენელი საუბრობს ნატო-ს სიცუდეზე“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics