14:14 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-30 15:04:05, 1382 ნახვა

მსოფლიო
ერაყში აფეთქებას 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 50-ზე მეტი კი დაშავდა

ერაყში აფეთქებების სერიას 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

პოლიციისა და მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულია 50-ზე მეტი ადამიანი. აფეთქებები დედაქალაქ ბაღდადსა და მიმდებარე რაიონებში განხორციელდა.

მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთმა თვითმკვლელმა ტერორისტმა შიიტურ რაიონ შააბში, საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან თავი აიფეთქა. კიდევ ერთი აფეთქება ბაღდადიდან ჩრდილოეთით მდებარე დასახლების ბაზარში მოხდა. დანაღმული მოტოციკლი ბაღდადის სადრის უბანში აფეთქდა.

სამართალდამცველების ვარაუდით, ტერაქტები "ისლამური სახელმწიფოს" მიერაა ორგანიზებული. ერაყის შეიარაღებული ძალები საერთაშორისო კოალიციის მხარდაჭერით ქალაქ ფალუჯას ექსტრემისტებისგან გასათავისუფლებლად ოპერაციას აწარმოებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics