2016-05-28 13:30:18, 747 ნახვა
საზოგადოება
ინდონეზიაში სასტუმრო "ბორობუდური" საქართველოს დროშის ფერებში განათდა
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილის აღსანიშნავად, ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტის ისტორიულ-ტურისტულ ცენტრში მდებარე პრესტიჟული სასტუმრო "ბორობუდური" საქართველოს დროშის ფერებში განათდა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ინდონეზიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც დიმპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
საზეიმო მიღების ფარგლებში მოეწყო ფოტოების გამოფენა, სტუმრებისთვის სპეციალურად ქართული ყველის სახლის პროდუქცია იყო წარმოდგენილი. ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა ინდონეზიელ მუსიკოსთა გუნდი, რომელმაც ქართული და ინდონეზიური ეროვნულ ჰიმნები, ასევე რამდენიმე ქართულ ფოლკლორული სიმღერა შეასრულა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან