16:54 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-22 12:38:28, 566 ნახვა

პოლიტიკა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ქართულ მხარეს მოუწოდებს, ხურჩაში მომხდარი მკვლელობა ვითარების დაძაბვისთვის არ გამოიყენოს

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი ქართულ მხარეს მოუწოდებს, არ გამოიყენოს სოფელ ხურჩაში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტი ვითარების დაძაბვისთვის.

როგორც  ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული,  საქართველო მომხდარით საინფორმაციო ომში პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს, რადგან აფხაზეთში არსებულ ვითარებას წარმოაჩენს, როგორც აბსოლუტურად უკონტროლოს და ინციდენტზე სრულ პასუხისმგებლობას რუსულ მხარეს აკისრებს.

სოხუმის საოკუპაციო რეჟიმი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდამდე და გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავოს შეფასებებისა და დასკვნების გაკეთებისგან.

ცნობისთვის, 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია, რომელიც მოგვიანებით ზუგდიდის ჰოსპიტალში გარდაიცვალა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ZEG Storytelling Festival
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics