|
2015-02-25 13:31:53, 617 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარმა კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა 1921 წლის თებერვალში კოჯრის მახლობლად გმირულად დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივიმიაგო. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან აცნობეს. „საქართველოს მთელი ისტორია არის დამოუკიდებლობისათვის, თავისუფლებისათვის ბრძოლის და თავისუფლებისათვის ბრძოლას შეწირული გმირების ისტორია. 23 თებერვალი, 25 თებერვალი სწორედ ასეთი დღეებია, რომ არ ყოფილიყვნენ კოჯორელი ბიჭები, რომლებმაც თავი დადეს ქვეყნისათვის დღეს თავისუფლება არ გვექნებოდა. სწორედ ასეთი თავდადებით მოვიპოვეთ თავისუფლება და დღესაც ამის უამრავი მაგალითი გვაქვს. ამის მაგალითი იყვნენ ის ბიჭები, რომლებიც სოხუმიდან გადმოვასვენეთ და ამის მაგალითია ის ბრძოლა, რომელიც დღესაც გრძელდება. 80-იან წლებში, როცა აკრძალული იყო ხსენებაც კი, 23 თებერვალს მე და ჩემი მეგობრები მოვდიოდით ამ ადგილას და კოჯრის ციხესთან, სადაც მთავარი ბრძოლები გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ეს იყო ჩვენი რწმენა, რომ აუცილებლად დადგებოდა დღე, როდესაც საქართველო იქნებოდა დამოუკიდებელი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. ცნობისთვის, 1921 წლის 17-25 თებერვალს იალღუჯასთან, კოჯორთან და ტაბახმელასთან საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში რამდენიმე ასეული იუნკერი დაიღუპა. 94 წლის წინ ამ დღეს რუსეთის არმიამ თბილისი დაიკავა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია მოახდინა.
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)