07:08 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-11 14:15:25, 820 ნახვა

სამხედრო
ხიდაშელი: არ არსებობს ძალა, რომელიც ევროატლანტიკური გზიდან გადაგვახვევინებს

ახალგაზრდები, რომლებიც დღეს ამ სწავლებას შემოუერთდნენ, არიან საუკეთესო გზავნილი მტრისთვის და მოყვარისთვის, რომ საქართველოში არასოდეს იქნება ხელისუფლება, რომელიც ოკუპაციას შეეგუება, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე ქართულ-ამერიკული სწავლების "ღირსეული პარტნიორის 2016-ის" გახსნის ოფიციალურ ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, საქართველო მყარი ნაბიჯებით მიაბიჯებს ევროატლანტიკური სივრცისკენ.

"ახალაზრდები, რომლებიც დღეს შემოუერთდნენ ამ სწავლებას, არიან საუკეთესო გზავნილი მტრისთვის და მოყვარისთვის, აგრესორისთვის და პარტნიორისთვის, რომ აქ, ამ მიწაზე არასოდეს იქნება ხელისუფლება, რომელიც ოკუპაციას შეეგუება. ჩვენ სამშობლოში, აგრესორს არასოდეს დახვდებიან გაშლილი დროშებით. აქ, ეს თაობა უზრუნველყოფს, იმას, რომ ჩვენი ერვოატლანტიკური არჩევანი, ურყევი იყოს. საქართველო ძალიან მძლავრი, მყარი ნაბიჯებით მიაბიჯებს ევროატლანტიკური სივრცისკენ და არ არსებობს ძალა, რომელიც ამ გზიდან გადაგვახვევინებს", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, საქართველო ნატო-ს წევრი აუცილებლად გახდება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics