00:48 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-08 15:26:12, 591 ნახვა

პოლიტიკა
ბაქრაძე: ჩვენ დღეს ევროპასთან ერთად აღვნიშნავთ ევროპიის დღეებს, რადგან საქართველო არის ევროპა

 „ჩვენ დღეს ევროპასთან ერთად აღვნიშნავთ  ევროპის დღეს, რადგან საქართველო არის ევროპა“,-ამის შესახებ   ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში  ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ რიყის პარკში განაცხადა,  სადაც ევროპის დღეები საზეიმოდ გაიხსნა.

ბაქრაძემ სრულიად საზოგადოებას ევროპიის დღეების დაწყება მიულოცა.

„ჩვენ დღეს ევროპასთან ერთად აღვნიშნავთ ევროპის დღეებს, რადგან  საქართველო არის ევროპა. არა იმდენად, რამდენადაც ჩვენ შეიძლება ვგავდეთ პოლონელებს, ან ირლანდიელებს, არამედ იმდენად, რამდენადაც ჩვენ მრავალფეროვნებას ვმატებთ ევროპას, ევროპულ კულტურას და  ევროპულ ცივილიზაციას. საქართველო არის ევროპის სახელმწიფო და არის თავისთავად ძალიან მრავალფეროვანი“, -განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ცნობისთვის, ევროპის დღეების ფარგლებში, 3 კვირის განმავლობაში,  უამრავი  საინტერესო  ღონისძიება გაიმართება, რომლებზე დასწრებაც  ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

ღონისძება საქართველოს ყველა მოქალაქეს  ევროპული გზისა და არჩევანის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ შეახსენებს.

დღეს  სტარტი აიღო ვროპულმა სოფელმა, სადაც ევროკავშირის  წევრი სახელმწიფოების  საელჩოების  ორგანიზებით მოეწყო 28 წევრი ქვეყნის კუთხეები. თითოეული მათგანი  წარმოადგენს საკუთარი ქვეყნის  კერძებს,  ეროვნულ სამოსსა და სხვა ტრადიციებს. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics