10:44 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-06 13:01:52, 3710 ნახვა

კულტურა
გიორგაძე 29 ჰექტარზე: გაყიდულ ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ ვრცელდება

გაყიდულ ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ ვრცელდება, - ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისისტრის თქმით, "ბოტანიკური ბაღის საზღვრები 2000 წელს დადგინდა, 2007-ში კულტურის მინისტრის ბრძანებით მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, შესაბამისად ამ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ ვრცელდება.

"ბოტანიკური ბაღის საზღვრები 2000 წელს დადგინდა, 2007-ში კულტურის მინისტრის ბრძანებით მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, თუმცა არ განსაზღვრულა არც საკადასტრო საზღვრები და არც სააღრიცხვო ბარათი სამწუხაროდ არ გაკეთებულა. შესაბამისად ამ საბოლოო მონაცემების მიხედვით რომელიც 2000 წელს დადგინდა თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიხედვით, იმას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. შესაბამისად ამ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ ვრცელდება“ - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

მისივე თქმით, თუ მას მიიწვევენ პარლამენტში, შესაბამისი კომიტეტის სხდომაზე ის მივა და იქაც იგივე განცხადებას გააკეთებს.

ცნობისთვის, ოპოზიცია აცხადებს, რომ ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics