|
2016-05-05 17:40:17, 1666 ნახვა
სპორტი
ხიდაშელი: მე ვიცი, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი
„მე ვიცი ზუსტად, ის, რაც წერია დოკუმენტებში, ის, რაზეც საუბრობენ ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები, ის, რაც ხდება ნატოს მინისტერიალებზე... მე ვიცი, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. მონტენეგროს მიწვევა დეკემბერში ნატოს წევრობისთვის არის საუკეთესო დასტური იმისა, რომ ღია კარის პოლიტიკა მოქმედებს და არავის ნატოს კარი არ ჩაუკეტავს“,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 20:30-ში სტუმრობისას განაცხადა. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, დეკემბრის მინისტერიალის ტექსტი, სრულიად ცალსახად ამბობს, რომ მაპი არის პოლიტიკური გადაწყვეტილების პროცესის ნაწილი. „საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი ნატოს წევრობისთვის მოსამზადებლად. მე ძალიან ხშირად ვამბობ, რომ მაპი არის საქართველოს წარსული და ამას თავის დაზღვევის მიზნით არ ვამბობ... სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არც ერთ ქვეყანას, რომელიც სოციალისტური ბანაკის გაქრობის შემდეგ ნატოს წევრი გახდა, არ ჰქონია არაფერი იმის მსგავსიც კი, რაც 19 მაისს იქნება საქართველოში. 19 მაისს ჩვენ გვექნება ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის პირველი გამოშვების ღონისძიება. ველოდები, რომ წინადადებების პაკეტი, რომელიც თებერვლის თავდაცვის მინისტერიალზე წარვადგინე და, რომელიც ერთადერთი ამოცანის მატარებელია, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა იყოს გაცილებით ფართო, მეტი ინსტრუმენტით დატვირთული, მეტი შესაძლებლობების მატარებელი შეჩერების პოლიტიკის ეფექტიანობისთვის, იყოს რეალიზებული ვარშავაში. ამ წინადადებებზე მიმდინარეობს მუშაობა, ამ წუთას თითქმის 90%-ზე მწვანე შუქი გვაქვს და დასტური გვაქვს ნატოდან... 11 მაისს ჩვენ ვიწყებთ სრულიად უპრეცენდენტო სწავლებას, ასეთი რამ საქართველოში არ ყოფილა. ეს მთელი წლის განმავლობაში გაწეული ძალიან დიდი შრომის შედეგია“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)