2016-05-05 16:02:06, 642 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი: გერმანული მოდელის სახეცვლილება შესაძლებელია
საარჩევნო სისტემის რეფორმას ჩვენ - „თავისუფალი დემოკრატების“ 2009 წელსაც ვუჭერდით მხარს, - ასე გამოეხმაურა ირაკლი ალასანიას თანაგუნდელი ირაკლი ჩიქოვანი საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხს.
ჩიქოვანის თქმით, ეს იყო გერმანული მოდელი რომელიც მათ ხელისუფლებას შესთავაზეს.
„საარჩევნო სისტემის რეფორმას ჩვენ - „თავისუფალი დემოკრატები“ მხარს ვუჭერდით 2009 წელს. გერმანული მოდელი იყო ჩვენი მხრიდან ერთ-ერთი შეთავაზება რომ რეალურად, ადეკვატურად და სამართლინად შეცვლილიყო საარჩევნო სისტემა. არსებული საკონსტიტუციო ჩარჩოს ფარგლებში გერმანული მოდელის სახეცვლილება შესაძლებელია, ვინაიდან ეს არის ორგანული კანონი“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
ცნობისთვის, ამ წუთებში პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები საპარალამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხვდებიან.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან