|
2016-05-04 12:01:14, 674 ნახვა
პოლიტიკა
ნინო ბურჯანაძე: ხელისუფლება მანიპულირებისა და არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება
ევროპის საბჭოს ოფისში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PASE) დელეგაცია და ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში ქრისტიან ურსე ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. როგორც "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრა საარჩევნო გარემოს არ გაუმჯობესების პრობლემას ეძღვნება. ბურჯანაძის თქმით, ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საარჩევნო გარემო რეალურად შეცვლილიყო. უფრო მეტიც, ნინო ბურჯანაძე ირწმუნება, რომ ხელისუფლება მანიპულირებისა და გაყალბებისათვის ემაზადება. "დღევანდელი შეხვედრა მთლიანად ეძღვნება საარჩევნო გარემოს არ გაუმჯობესების პრობლემას იმიტომ, რომ ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა იმისათვის, რომ რეალურად საარჩევნო გარემო შეცვლილიყო. თუნდაც ის ინფორმაცია, რომელზეც ამ ბოლო დღეების განმავლობაში ვსაუბრობთ საარჩევნო სიებთან დაკავშირებით, როდესაც ამომრჩეველთა სიაში 3 მილიონ ნახევარი ამომრჩეველია, რომელიც უბრალოდ არანაირად არ შეესაბამება საქართველოში არსებულ რეალობას, ძალიან ნათლად აჩვენებს იმას, რომ ხელისუფლება მანიპულირებისა და გაყალბებისათვის ემაზადება. ძალიან სამწუხაროა, ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ საარჩევნო გარემოს თემებზე, მაგრამ სრულიად ნათელი იყო, რომ ხელისუფლება რეალურ დათმობებზე არ მოდიოდა.ვფიქრობთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც უფრო სერიოზული ზეწოლა უნდა განეხორციელებინათ იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოში დამთავრდეს საარჩევნო სიაზე საუბარი. ქვეყანა, სადაც სამ მილიონ ნახევარი მოსახლეობა არ ცხოვრობს, შეუძლებელია არჩევნებს ატარებდეს 3 მილიონ ნახევარი ამომრჩევლის სიით და შემდეგ ხელისუფლებას პრეტენზიები ჰქონდეს, რომ არჩევნები სამართლიანი და დემოკრატიულია", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)