19:02 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-27 15:33:06, 372 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქართულ-გერმანულ სტრატეგიულ ფორუმში მონაწილეობს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ბერლინში, კონრად ადენაუერის ფონდის ორგანიზებულ მე-5 ქართულ-გერმანულ სტრატეგიულ ფორუმში მონაწილეობს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი აბაშიშვილმა ფორუმზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოს გეოპოლიტიკურ როლსა და იმ სტრატეგიული პროექტების განხორციელებაზე ისაუბრა, რომლებსაც არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკური განვითარების, არამედ როგორც რეგიონის, ასევე ევროპის ენერგოუსაფრთხოებისა და სავაჭრო არეალის გაფართოებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

გიორგი აბაშიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებსა და მიმზიდველობაზე.

ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ორმხრივი შეხვედრები გერმანიის სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლებსა და საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხებში ადგილობრივ მკვლევარებთანაც გამართა.

ქართულ-გერმანული სტრატეგიული ფორუმი კონრად ადენაუერის ფონდის ინიციატივით 2012 წლიდან იმართება და წელს მას ბერლინი პირველად მასპინძლობს. ფორუმი საქართველოს ატლანტიკური საბჭოს თანაორგანიზატორობითა და ბერლინში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს.    





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics