19:02 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-27 15:21:04, 434 ნახვა

პოლიტიკა
კახა კოჟორიძე და თენგიზ ფხალაძე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის დელეგაციას შეხვდნენ

საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში კახა კოჟორიძე „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის" (FIDH) დელეგაციას  და „კოალიციას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის" შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას და  წარმოებული გამოძიების მნიშვნელობას ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით.

კახა კოჟორიძის განცხადებით, შეხვედრისას აღინიშნა, რომსაქართველო მიესალმება გამოძიების პროცესს და გამოხატავს სრულ მზადყოფნას ითანამშრომლოს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთან, მიაწოდოს ყველა რელევანტური ინფორმაცია, რაც სასამართლოსათვის იქნება საინტერესო.

გარდა ამისა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას ისაუბრეს გამოძიების პოლიტიკურ მნიშვნელობაზე და იმ გამოწვევებზე, რომელიც ამ გამოძიებას ახლავს იმ სირთულეებიდან გამომდინარე, რომ საქართველო ვერ ახორციელებს კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და შესაბამისად, მოკლებულია შესაძლებლობას გამოძიება სრულად წარმართოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics