|
2015-02-21 12:29:42, 1181 ნახვა
ეკონომიკა
ღარიბაშვილი: სოფლის მეურნეობა არის დარგი, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში დიდი როლი უნდა შეასრულოს
„სოფლის მეურნეობა არის დარგი, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში დიდი როლი უნდა შეასრულოს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პროექტის „დანერგე მომავალი“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, სახელმწიფოს მხარდაჭერით, ორი წლის განმავლობაში 105 ახალი საწარმო შეიქმნა, 580-ზე მეტი კი, გადაიარაღდა და გაფართოვდა. „მოგეხსენებათ, სოფლის მეურნეობა, ეს არის ის დარგი, რომელმაც ძალიან დიდი როლი უნდა შეასრულოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ უკვე არაერთი პროექტი განვახორციელეთ 2 წლის განმავლობაში. წარმატებით ვახორციელებთ პროექტებს ფერმერების, მეწარმეების და გლეხების დასახმარებლად. დარწმუნებული ვარ, რომ ეს აუცილებლად მოგვიტანს საგრძნობ შედეგებს. ჩვენს მიერ გატარებული აგრარული პოლიტიკის ეფექტიანობაზე მეტყველებს ის, რომ წარმატებით ხორციელდება შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი, გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი და პროგრამა „აწარმოე საქართველოში“. სახელმწიფოს მხარდაჭერით, ორი წლის განმავლობაში შეიქმნა 105 ახალი საწარმო, ხოლო გაფართოვდა და გადაიარაღდა 580-ზე მეტი საწარმო. მე მინდა ავღნიშნო საინტერესო პროექტი ეს არის აგროდაზღვევა, რომელიც ძალიან წარმატებით მუშაობას უკვე. მესამე წელია 800 ათასი ფერმერი სახელმწიფოსგან ღებულობს დახმარებას. წლების განმავლობაში დაუმუშავებელ მიწებს სასოფლო სამეურნეო დანიშნულება დავუბრუნეთ და მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ხელშეწყობით ამუშავებული 105 საწარმოდან 18 არის ხილის გადამამუშავებელი საწარმო. შეღავათიანი აგროკრედიტის და გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტების ფარგლებში აიღეს 12 მილიონ ლარამდე სესხი შეღავათიანი პირობებით, აქედან 4 არის ახალი საწარმო“, - განაცხადა პრემიერმა. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული პროექტი წარმატებით იმუშავებს და მეწარმეებს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. „მე მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ეს ახალი პროექტი, ისევე როგორც სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებული სხვა პროექტები, წარმატებით იმუშავებს და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენს მეწარმეებს, წამოიწყონ და განავითარონ თავიანთი მეურნეობები, შექმნან ახალი საწარმოები. მე მინდა მოვუწოდო ყველა ამ დარგში მოღვაწე სპეციალისტებს, რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და მიიღონ სახელმწიფოს მხარდაჭერა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
მამა იერონიმე ქათამაძე: არის რაღაც ინფორმაციები, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს საყოველთაო შერიგებას
მეუფე ნიკოლოზი: მიმაჩნია, რომ ქვეყანაში სინდისის პატიმრები და პოლიტიკური პატიმრები საერთოდ არ უნდა იყვნენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)