|
2015-02-21 12:03:40, 2035 ნახვა
სამხედრო
ვაზიანში გეგმიური სასწავლო წვრთნები ჩატარდა
ვაზიანში, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სრადლობის შტაბის, IV მექანიზირებული და I საარტილერიო ბრიგადების მონაწილეობით, გეგმიური სასწავლო ვარჯიშები გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობამ სწავლება სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანისა და შემოწმების მიზნით ჩაატარა. სასწავლო განგაშის გამოცხადების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეებმა თავმოყრის რაიონებში გასვლა დაგეგმეს და მარშრუტები შეარჩიეს. სტანდარტული ოპერაციების პროცედურების მიხედვით, განხორციელდა მართვა და კონტროლი. სწავლებას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრო. მან გეგმიურ ვარჯიშს მაღალი შეფასება მისცა და ყურადღება სამომავლოდ მსგავსი წვრთნების ჩატარებაზე გაამახვილა. სწავლებაში ჩართული იყო IV მექანიზირებული ბრიგადის 2-C1 ბატალიონი, სატანკო და მექანიზირებული ბატალიონების ტაქტიკური ჯგუფი, ასევე I საარტილერიო ბრიგადის MCTA ბატალიონი საარტილერიო ტექნიკითა და ტაქტიკური ჯგუფით. როგორც თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, გეგმიური სასწავლო ვარჯიშები სახმელეთო ჯარების შეიარაღებულ ძალებში გეგმიურად ჩატარდება.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)