16:11 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-22 12:02:34, 412 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველო-გერმანიის შერეული კომისიის მეხუთე სხდომა გაიმართა

„საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურული თანამშრომლობის შესახებ" 1993 წლის 25 ივნისის შეთანხმების  შესაბამისად, საქართველოს საგარეო უწყებაში ქართულ-გერმანული შერეული კომისიის მეხუთე სხდომა გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართული მხრიდან კომისიის სხდომას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე, ასევე კომისიის შემადგენლობაში წარმოდგენილნი იყვნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის  მოადგილე ლევან ხარატიშვილი, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია, ასევე  საქართველოს ეროვნული მუზეუმის  და შესაბამისი დარგობრივი უწყებების სხვა წარმომადგენლები. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დელეგაციას ხელმძღვანელობდა  გერმანიის ფედერალური საგარეო უწყების კულტურისა და კომუნიკაციების გენერალური დირექტორი ანდრეას გორგენი.

კომისიაზე განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის სრული სპექტრი - გერმანიაში ქართული ენისა და საქართველოში გერმანული ენის ხელშეწყობის, აკადემიური და სამეცნიერო ურთიერთობების, პროფესიული განათლების, კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის სფეროში  თანამშრომლობის საკითხები, დაიგეგმა სამომავლო ერთობლივი პროექტების განხორციელება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა 2017 წლის საქართველო- გერმანიის მეგობრობის   წლის ფარგლებში ღონისძიებების დაგეგმვაზე, ასევე 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობის დეტალებზე.

კომისიის მუშაობის შედეგად, მხარეებს შორის გაფორმდა ოქმი, რომელსაც საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დელეგაციების ხელმძღვანელებმა მოაწერეს ხელი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics