14:47 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-20 12:07:41, 504 ნახვა

საზოგადოება
ოთარ დანელია წყალტუბოში სასოფლო-სამეურნეო კოპერატივის წევრებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, იმერეთს გუბერნატორის პირველი მაოდგილე პაატა ნადირაძე და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი მიშელაძე წყალტუბოში იმყოფებოდნენ, სადაც  სასოფლო-სამეურნეო კოოპერტივის „ჯანელიძეების“  წევრებს შეხვდნენ და მათი სათბურები დაათვალიერეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, კოოპერატივის კუთვნილი სათბურების საერთო  ფართი  3 ჰა-ს შეადგენს.

უწყების ინფორმაციით, დახურულ გრუნტში  ბოსტნეულს და სხვადასხვა სახის მწვანილს  აწარმოებენ. პროდუქციის რეალიზაცია  ადგილობრივ საბითუმო  ბაზრებზე ხდება. შპს  „ჰერბიასთან“  გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, წარმოებული პროდუქცია ექსპორტზეც გადის. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში, პროდუქციის  ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 190 ათას  ლარამდე  შეადგინა.

პროდუქციის  მიწოდების უწყვეტობის უზრუნველყოფისთვის, კოოპერატივი  ღია  გრუნტში წარმოების დაწყებასაც გეგმავს.

„სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრიორიტეტებს შორის,  სასოფლო-სამეურნეო კოოპერირების ხელშეწყობა უნიშვნელოვანესია. კოოპერაცია ხელს უწყობს  თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, ფერმერებისთვის მეტი შემოსავლის მიღებას და კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდას,  რაც იმპორტირებული პროდუქციის  ადგილობრივით  ჩანაცვლების უზრუნველყოფის წინაპირობაა.  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი  ,,ჯანელიძეები“ არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა განვითარედეს წარმოება და  საქართველო გახდეს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტიორი ქვეყნა“, -  განაცხადა ოთარ დანელიამ.

კოოპერატივი „ჯანელიძეები“ 2015 წლის ივნისში შეიქმნა, მასში 6  მეპაიეა გაერთიანებული. უახლოეს მომავალში დაგეგმილია კოოპერატივის წევრთა 25-მდე გაზრდა.  კოოპერატივი სახელმწიფო სტატუსის მატარებელია და შესაბამისად, სახელმწიფო შეღავათებით სარგებლობს. 

დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებულია 1214 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი.   იმერეთის რეგიონში ჯამში შექმნილია 117 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელთა საქმიანობის ძირითად  სფეროებს  სასათბურე მეურნეობა, მეფუტკრეობა, მევენახეობა და  მეცხოველეობა  წარმოადგენს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics