11:50 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-15 17:59:53, 368 ნახვა

პოლიტიკა
გერმანიის შს მინისტრი: გავაგრძელებთ საქართველოში იმ პირების რეადმისიას, რომლებსაც დაცვა არ სჭირდებათ

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი თომას დე მეზიერი აცხადებს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებიც გერმანიაში დაცვას არ საჭიროებენ, ქვეყანა სწრაფად უნდა დატოვონ, - ამის შესახებ გერმანიისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამია.

როგორც თომას დე მეზიერმა აღნიშნა, ეს იმ პირთა ინტერესშია, ვინც ნამდვილად საჭიროებს დაცვას. მისივე განმარტებით ეს მათი ქვეყნის ინტერესებშიცაა.

„დღევანდელი ღონისძიება ცალსახა გზავნილი უნდა იყოს: ისინი, ვინც ჩვენთან დაცვას არ საჭიროებენ, პროცესის დასრულების შემდგომ, გერმანია სწრაფად უნდა დატოვონ. თუ ეს ნებაყოფლობით არ მოხდება, აღსრულდება გაძევების გზით. ეს არის იმ პირთა ინტერესში, ვინც ნამდვილად საჭიროებს დაცვას და, აგრეთვე, მათივე ქვეყნების ინტერესში. მე და ჩემი ქართველი კოლეგა შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ საქართველოში იმ პირების რეადმისიას, რომლებსაც დაცვა არ სჭირდებათ", - განაცხადა თომას დე მეზიერმა.

გერმანიამ ჩარტერული რეისით საქართველოს 21 მოქალაქის საქართველოში რეადმისია განახორციელა. რეადმისიაში მონაწილეობა მიიღო ოთხმა ფედერალურმა მიწამ: ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიამ, ბადენ-ვიურთემბერგმა, რაინლანდ-პფალცმა და ბავარიამ.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს ინფორმაციით, გერმანიაში მცხოვრები საქართველოს 22 592 მოქალაქიდან, 2016 წლის 29 თებერვლის მონაცემებით, ქვეყნის დატოვების ვალდებულების მქონე იყო 2 240 პირი. გერმანიამ 2015 წელს თითქმის 300 ქართველის, ხოლო 2016 წლის იანვარ-თებერვალში, დაახლოებით, 50 ქართველის რეადმისია განახორციელა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics