10:24 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-14 12:36:57, 464 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: „ქართული ოცნება“ ერთადერთი ძალაა, რომელსაც საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლა შეუძლია

ვიცე-პრემიერი კახი კალაძე არ ადასტურებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“  შიდა კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც, 33 % აქვს „ქართულ ოცნებას“, ხოლო 30%- „ნაციონალურ მოძრაობას“.

კალაძის თქმით, ყველა კვლევა, რომელიც ტარდება,  ცხადყოფს, რომ ერთადერთი ძალა ქვეყანაში  პარტია „ქართული ოცნებაა“, რომელსაც აქვს რეალური შანსი, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში  საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდეს პარლამენტში.

„NDI-ს ხომ არ ჩაუტარებია? კვლევებს რაც შეეხება, მე კიდევ ერთხელ მინდა გავაკეთო განცხადება, რომ ყველა კვლევა, რომელიც ტარდება, ეს არის შიდა კვლევები, ასევე ავიღოთ ბოლოს ჩატარებული არჩევნები მარტვილში, არჩევნები გარდაბანში, ცხადყოფს, რომ ერთადერთი ძალა ქვეყანაში,  ეს არის პარტია „ქართული ოცნება“, რომელსაც აქვს რეალური შანსი, შესაძლებლობა  იმისა, რომ  მომავლ საპარლამენტო არჩევნებში  საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდეს პარლამენტში“, - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კალაძე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის  არჩევნების თარიღთან დაკავშირებულ განკარგულებაზე მოტივირებული შენიშვნების  გადაგზავნის საკითხს გამოეხმაურა.

„არჩევნების თარიღს რაც შეეხება, არაერთხელ იქნა გაკეთებული განცხადება და ვფიქრობ, მისასალმებელია, რომ წინასწარ გახდა ცნობილი თარიღი 8 ოქტომბერი,  ერთობლივად იქნა გადაწყვეტილება მიღებული. ზოგადად, გარკვეულ პრობლემებს წარმოადგენდა ყოველთვის არჩევნების თარიღი, ზოგადად ცნობილი არ იყო ხოლმე საზოგადოებისთვის, პოლიტიკური პარტიებისთვის და  გარკვეულ დისკომფორტს წარმოადგენდა ეს ყველაფერი, თუმცა მივესალმები, რომ წინასწარ  თარიღი  იქნა ცნობილი ყველასთვის და ასევე 3 თვე ვფიქრობ, ყველა პოლიტიკურ პარტიას  ექნება შესაძლებლობა  სრულყოფილად ჩაატაროს კმპანია, ქვეყნის განვითარების თავიანთი ხედვა  გააცნოს მოსახლეობას და  შემდეგ მოსაკლეობას ექნება შესაძლებლობა,  ჩამოყალიბებულად მიიღოს გადაწყვეტილება, თუ ვინ უნდა იყოს ქვეყნის ხელისუფლებაში და ვფიქრობ, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს მოსახლეობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში“, - განაცხადა კახი კალაძემ.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის  სხდომაზე  განაცხადა, რომ ვინაიდან წინასაარჩევნო პერიოდად აღებული უნდა იყოს 3 თვე, უმჯობესი იქნება, თუკი პრეზიდენტი არჩევნებთან დაკავშირებულ განკარგულებას 8 ივლისს გამოაქვეყნებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
ვაშინგტონმა და თეირანმა გადაწყვიტეს ჰორმუზის სრუტის გავლით უსაფრთხო გადაადგილების მექანიზმის შემუშავება
ყატარში, მსოფლიოში უდიდეს თხევადი ბუნებრივი აირის წარმოების ცენტრში აფეთქება მოხდა, 54 ადამიანი დაშავდა
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics