08:26 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-09 18:51:50, 725 ნახვა

საზოგადოება
რუსთავში 9 აპრილის მემორიალი გაიხსნა

რუსთავში  9 აპრილის 27-ე წლისთავი ახალი მემორიალის გახსნით აღინიშნა. 

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს.

მემორიალი ყვავილებით რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა, ქვემო ქართლის გუბერნატორმა და რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ შეამკეს. მემორიალთან დღეს 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების მონაწილეები და რიგითი მოქალაქეები შეიკრიბნენ.  რუსთავის დიდების ხეივანში ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაც გაიმართა, სადაც სიმბოლურად ყველა ის სიმღერა შესრულდა, რომელიც 27 წლის წინ, რუსთველის პროსპექტზე ისმოდა.

„9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და ამავე დროს საამაყო თარიღია. 27 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ. ეს ის დღეა, რომელიც ერის  მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩა და თაობიდან თაობას გადაეცემა. არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს და სულ უნდა გვახსოვდეს იმ ადამიანების სახელები, ვისი სიცოცხლეც საძირკვლად უდევს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას“, - განაცხადა რუსთავის მერმა.

9 აპრილის მემორიალი რუსთავში 2010 წელს აიღეს. აღდგენილი ძეგლი, რომელიც დღეს გაიხსნა რუსთავში,  მოქანდაკე ვალერი ჯიქიას ეკუთვნის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics