08:26 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-09 11:33:43, 474 ნახვა

საზოგადოება
შსს საქართველოს სკოლებში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას აგრძელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” წარმომადგენლებმა თბილისის მე-8 საჯარო სკოლაში საგზაო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი გაკვეთილი ჩაატარეს.

ღონისძიება შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის “შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის” ფარგლებში გაიმართა.

შსს-ს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციისა და ალიანსის თანამშრომლებმა დარბაზში ქუჩის იმიტაცია მოაწყვეს, საგზაო ნიშნები, შუქნიშანი და ზებრა-გადასასვლელები განათავსეს. მე-5 კლასის მოსწავლეებმა პრაქტიკულ სავარჯიშოებში მიიღეს მონაწილეობა, მოძრაობის წესები შეისწავლეს და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საჭირო ინფორმაცია მიიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ალიანსის წარმომადგენლებმა მოზარდების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ფართომასშტაბიანი სოციალური კამპანია 2015 წელს დაიწყო. კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics