10:07 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-08 19:12:34, 1083 ნახვა

მსოფლიო
დიმიტრი როგოზინი: რუსეთი აზერბაიჯანისთვის იარაღის მიწოდებას კონტრაქტის თანახმად გააგრძელებს

რუსეთი აზერბაიჯანისთვის იარაღის მიწოდებას კონტრაქტის თანახმად გააგრძელებს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან, - ამის შესახებ სააგენტო TASS რუსეთის ვიცე-პრემიერზე დიმიტრი როგოზინზე დაყრდნობით იტყობინება.

როგოზინის თქმით, ყველაფერი კონტრაქტებთან შესაბამისად ხდება.

"ორივე ქვეყანა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია“, - განაცხადა როგოზინმა.

რუსეთი და აზერბაიჯანი იარაღის მიწოდებაში უმსხვილესი პარტნიორები არიან. 2010 წლიდან 2014 წლამდე ოფიციალურმა ბაქომ და მოსკოვმა რამდენიმე კონტრაქტი გააფორმეს. რუსული მედიის ინფომრაციით, იარაღის მიწოდების მომსახურება 4 მილიარ დოლარს შეადგენს.

ოფიციალური მოსკოვიის ინფორმაციით, იარაღის მიწოდება რეგიონში ბანალსის დასაცავად ხორციელდება.  

შეგახსენებთ, სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანის განცხადებით, სომხეთი რუსეთის მხრიდან აზერბაიჯანისთვის იარაღის მიყიდვის წინააღმდეგია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
CNN: წელიწადნახევრის წინ ჩაძირული რუსული გემი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics