06:58 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-08 12:40:57, 497 ნახვა

საზოგადოება
ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული მებრძოლების იდენტიფიცირება დასრულდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილტა მინისტრის სოზარ სუაბრის განცხადებით, აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული მებრძოლების იდენტიფიცირება დასრულდა.

როგორც სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული კიდევ 12 მებრძოლის  იდენტიფიცირებულ ნეშტს  დღეს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ.

 „დღეს ხდება კიდევ 12 მებრძოლის გადასვენება სამებაში, რომლებიც აფხაზეთიდან არიან გადმოსვენებულები და ამით მთავრდება თვითმფრინავში დაღუპული ბიჭების იდენტიფიცირება, გადმოსვენება, მათ შორის ორი ისეთიც არის, რომელთა შესახებ ოჯახის წევრებს ეჭვი კი ქონდათ, მაგრამ ზუსტი ინფორმაციაც კი არ ჰქონდათ იყვნენ თუ არა მათი ოჯახის წევრები ამ კონკერტულ თვითმფრინავში, მთლიანობაში გადმოსვენებულია ძირითადად აფხაზეთიდან 251 ჯარისკაცი, მებრძოლი, რომლებიდან 43 არის იდენტიფიცირებული და დანარჩენის იდენტიფიცირების პროცესი მიმდინარეობს, ძალიანდ დიდი მადლობა მინდა ვუთხრა კიდევ ერთხელ საერთაშორისო წითელ ჯვარს და აფხაზურ მხარეს იმ თანამშრომლობისთვის, რომელსაც ისინი ჩვენთან აწარმოებენ”,-განაცხადა სოზარ სუბარმა.

სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში 8-9 აპრილს (8 აპრილი - 18:00 საათი, 9 აპრილი - 12:00 საათი) გაიმართება.

აფხაზეთიდან გადმოსვენებულ მებრძოლებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე 9 აპრილს, 15:00 საათზე (გამოსვენება სამების ტაძრიდან 14:00 საათი) სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

ცნობისთვის, 2010 წელს წითელი ჯვრის ეგიდით შეიქმნა ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც 1992-1993 წლებში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებს შეისწავლის. მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა ბაბუშერას ძმათა სასაფლაოს გახსნა და ცხედრების ექსჰუმაცია.

ამ ეტაპზე, ბაბუშერას სამარხიდან გადმოსვენებული  43-ვე ნეშტი უკვე იდენტიფიცირებულია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics