2016-04-07 20:45:27, 653 ნახვა
საზოგადოება
შპს „ტელეიმედმა“ შალვა რამიშვილთან საქმიანი ურთიერთობა გაწყვიტა
შპს „ტელეიმედმა“ შალვა რამიშვილთან დაკავშირებულ კონტრაქტორ კომპანიასთან საქმიანი ურთიერთობა გაწყვიტა, - ამის შესახებ „იმედის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"შპს „ტელეიმედმა“ შალვა რამიშვილთან დაკავშირებულ კონტრაქტორ კომპანიასთან საქმიანი ურთიერთობა გაწყვიტა. რაც შეეხება იმ სატელევიზიო პროდუქტებს, რომლებსაც ხსენებული კონტრაქტორი კომპანია “ტელეიმედისათვის” ამზადებდა და გადიოდა ეთერში, ვაცხადებთ, რომ არხი ინარჩუნებს ამ გადაცემებს და შემოქმედებითი ჯგუფის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებს", - ნათქვამია "ტელეიმედის" განცხადებაში.
ცნობისთვის, შპს „აკორდი“ ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „ილო ბეროშვილის შოუს“, პროექტს „ერთხელ საქართველოში“, ახალ სერიალს „2 გოგო“ ამზადებდა და ასევე, გადაცემა „პოლიტიკაში“ შალვა რამიშვილის მონაწილეობას უზრუნველყოფდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან