|
2016-04-07 15:08:53, 1075 ნახვა
რეგიონი
9 აპრილიდან აჭარის მუნიციპალიტეტებში უფასო სამედიცინო აქციები იწყება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით და აჭარაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების მხარდაჭერით, 9 აპრილიდან ხულოს, შუახევი, ქედის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში უფასო სამედიცინო აქციების ჩატარება იწყება. სამინისტროს ცნობით, პირველი აქცია 9 აპრილს შუახევის მუნიციპალიტეტის უჩამბის თემში ჩატარდება. აქციის ფარგლებში უფასო კონსულტაციებსა და კვლევებს შპს „მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი 2010-ის“, შპს „ქ. ბათუმის N4 პოლიკლინიკის“ და შპს „ქ. ბათუმის სამშობიარო სახლის“ ექიმები ჩაატარებენ. მოსახლეობას საშუალება ექნება ადგილზე მიიღოს ოფტალმოლოგის, ქირურგის, უროლოგის, თერაპევტის, ენდოკრინოლოგის, პედიატრის, გინეკოლოგის და კარდიოლოგის მომსახურება. აქცია 12:00 საათზე დაიწყება და დღის ბოლომდე გაგრძელდება. მორიგ სამედიცინო აქციას 16 აპრილს ხულოს მუნიციპალიტეტის ხიხაძირის თემში, შპს „ონკოლოგიური საავადმყოფოს“, შპს “საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის“ და შპს „თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრის“, ხოლო ქედის მუნიციპალიტეტის მერისის თემში შპს „ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკის“ ექიმები ჩაატარებენ. უფასო სამედიცინო აქციის ფარგლებში ხულოს, შუახევი, ქედის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში დაგეგმილია 23 სამედიცინო ბრიგადის გასვლა.
რუმინეთის პატრიარქი დანიელი - გისურვებთ თქვენს უნეტარესობას მრავალ კურთხეულ წელს საქართველოს მართლმადიდებელი ხალხის სამსახურში
ალბანეთის წინამძღვარი - ილია II-ის ტახტზე ასვლა, თქვენს უნეტარესობას წმინდა და მძიმე მემკვიდრეობას ანდობს
აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ შიო III-ს პატრიარქად არჩევას, ისტორიული მოვლენაა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქის პირველი არჩევაა
CNN: ტრამპი იმედგაცრუებულია ირანთან მოლაპარაკებებით და ომის განახლებისთვის ემზადება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)