|
2026-07-15 13:08:33, 285 ნახვა
პოლიტიკა
პოლონეთი უკრაინას რუსეთის მხრიდან შესაძლო ცრუ დროშის ოპერაციაზე აფრთხილებს
პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, რადოსლავ სიკორსკი აცხადებს, რომ მოსკოვმა შესაძლოა უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ყალბი თავდასხმა მოაწყოს. ვარშავაში ვარაუდობენ, რომ ვლადიმერ პუტინი, რომელიც უკრაინაში სამხედრო ჩიხშია მომწყვდეული, ნატო-ს წევრ ქვეყნებთან პირდაპირი ესკალაციისთვის საბაბს ეძებს. პოლონეთის მთავარმა დიპლომატმა ამერიკულ მედიასთან (CBS News და CNN) საუბრისას დაადასტურა, რომ მისი ქვეყანა რუსეთის მხრიდან ჰიბრიდულ საფრთხეებსა და პროვოკაციებს ელოდება. სიკორსკის თქმით, გაფრთხილებების საჯაროდ გაჟღერების მიზანი სწორედ მოსკოვის შეჩერება და მისი გეგმების წინასწარ გაშიფვრაა. საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, პუტინს ნატო-ზე პირდაპირი, ფრონტალური თავდასხმის რესურსი არ გააჩნია, რადგან მისი ძალები უკრაინის ფრონტზეა შებოჭილი. „რისი გაკეთებაც მათ ნამდვილად შეუძლიათ, არის გარკვეული „ცრუ დროშის“ (False Flag) პროვოკაცია დრონების — შესაძლოა, უკრაინული დრონების — გამოყენებით. მათ შეუძლიათ მოაწყონ სიმულაციური თავდასხმა საკუთარ ტერიტორიაზე ან ნატო-ს ქვეყანაზე, შემდეგ კი თავი მსხვერპლად წარმოაჩინონ და „საპასუხო დარტყმა“ დაგეგმონ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამ თამაშებისთვის და კრემლს მკაფიოდ ვუთხრათ, რომ მათი ფანდები გაშიფრულია,“ — განაცხადა სიკორსკიმ. დიპლომატმა გაიხსენა 2022 წლის დასაწყისი, როდესაც აშშ-ის დაზვერვამ წინასწარ გაასაჯაროვა კრემლის გეგმები უკრაინაში შეჭრის წინაპირობების შესაქმნელად, რამაც მაშინ რუსულ პროპაგანდას ხელი შეუშალა. ვარშავას იმედი აქვს, რომ მიმდინარე გაფრთხილებები ახლაც აიძულებს პუტინს, ხელი აიღოს „პროვოკაციის ღილაკზე“ თითის დაჭერისგან. „ომში რუსეთის უპირატესობის ფაზა დასრულდა. მოსკოვს აღარ აქვს საჰაერო დომინირება და თუმცა რაკეტებსა და დრონებს კვლავ უშვებს, სახმელეთო ომი ჩიხშია შესული,“ — აღნიშნა პოლონელმა მინისტრმა. მიუხედავად მოსალოდნელი საფრთხეებისა, პოლონეთი სრულად ენდობა ნატო-სა და ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების ქოლგას. ქვეყანა აქტიურად მუშაობს საკუთარი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე და ითხოვს პოლონეთის ტერიტორიაზე აშშ-ის მეორე მუდმივი სამხედრო ბაზის განთავსებას. ალიანსის წევრები აცხადებენ, რომ ნატო-ს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი დაცული იქნება და ნებისმიერი რუსული ჰიბრიდული თავდასხმა მყისიერ პასუხს მიიღებს,
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)