|
2016-04-04 19:58:32, 751 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: მაღალი ეკონომიკური ეფექტის მისაღებად, კერძო საკუთრების რეგისტრაცია მნიშვნელოვანია
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ განხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული, უფლებადაურეგისტრირებელი, ან კერძო საკუთრებად დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადების ხარჯების ანაზღაურება. ამ საკითხზე მსჯელობისა და მოსაზრებების გაზიარების მიზნით საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოში მოქმედ საამზომველო კომპანიების წარმომადგენლებსა და და კერძო ამზომველებს შეხვდა. ვიცე-პრემიერთან ერთად შეხვედრას ასევე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, თბილისის მერიისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა, რომელსაც 400-მდე ამზომველი ესწრებოდა, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დისკუსიის დაწყებამდე ვიცე-პრემიერმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო საქართველოს მთავრობის ხედვა მიწის რეგისტრაციისა და საკადასტრო აზომვითი ხარჯების სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურების წესის შესახებ. დიმიტრი ქუმსიშვილმა ამზომველებს ასევე დეტალურად განუმარტა ის პროცედურები, რომლითაც ამზომველებმა სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე რეგისტრაცია უნდა გაიარონ. „მოგეხსენებათ, რომ იუსტიციის სამინისტროსთან ერთად დავიწყეთ ახალი რეფორმა მიწასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე მიმართულებისგან შედგება. ჩვენი უმთავრესი მიზანია, რომ განვახორციელოთ გლეხის მხარდაჭერა თქვენი მომსახურების მიღებაში და გამოვნახოთ რეზერვები ბიუჯეტში იმისთვის, რომ რეგისტრაციების ნაწილში მოხდეს აზომვების ხარჯების სუბსიდირება. ჩვენ ჩავატარეთ ბაზრის კვლევა, ვიცით, ვის რა ფასი აქვს დაფიქსირებული აზომვით ნახაზებზე და ამის შესაბამისად დავაფიქსირეთ ზედა ზღვრები, თუ რისი გადახდა შეუძლია სახელმწიფოს კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე. დღეს სწორედ თქვენთან ერთად გვსურს განვიხილოთ ჩვენი გეგმა და ვიმსჯელოთ ყველა დეტალზე, რათა შევძლოთ ამ პროექტის სრულყოფილად განხორციელება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს კერძო საკუთრების რეგისტრაცია, რათა მაღალი ეკონომიკური ეფექტი მივიღოთ ამ რეფორმიდან“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. შეხვედრის დასასრულს დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა მხარეებს შორის მოსაზრებების გაცვლისა და კონკრეტული, მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის პროცესი და აღნიშნა, რომ მთავრობა, საბოლოო განკარგულების გამოცემამდე, საკადასტრო-საამზომველო სფეროს სპეციალისტების მოსაზრებებსა და შენიშვნებს აუცილებლად გაითვალისწინებს. „ჩვენ თქვენთან საკომუნიკაციოდ გვექნება ცხელი ხაზი და ელექტრონული მისამართი იმისთვის, რომ თქვენგან დამატებითი რეკომენდაციები მივიღოთ ამ მნიშვნელოვან პროექტთან დაკავშირებით“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
მდინარაძე - ბიძინა ივანიშვილი შეიძლება იყოს მოწყვლადი და ვიღაცამ გააგოროს
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)